პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარტიები უნდა ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არა ქვეყნის დაზიანებისა და მტრობის ხარჯზე

Nusagi

„ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება რომ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ჩვეულებრივი ამბავია და გასაგებია. უნდა უნდოდეს კიდეც. პარტიები უნდა ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის დაზიანებისა და მტრობის ხარჯზე არა. „ქვა ქვაზე ნუ დარჩება, ოღონდ მე ჩემსას მივაღწიო“ – მას არ უნდა აკეთებდნენ, თორემ პარტია პარტიას უნდა ებრძოდეს, გასაგებია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აწიეს ნეიტრალიტეტის თემა, რომელიც არავის უხსენებია და მათ უკვე ათასჯერ ახსენეს. თან თვითონ იგონებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ თემის წამოწევას. შემდეგ ამ თავიანთ მოგონილ თემაზე ბრაზდებიან, ჩვენ პასუხს გვთხოვენ და ამ პასუხის მოთხოვნისას კიდევ უფრო ბრაზდებიან. თვითონ დაიწყეს. ამას პარადოქსიც აღარ ჰქვია. სახელმწიფოს, სამშობლოს, ქვეყნის მტრობის კლასიკური მაგალითი, რომელსაც მე გაძლევთ გარანტიას, გავა ბევრი წელი და ჩვენ სულ რომ არ ვიყოთ, ბევრი ადამიანი წამოაძახებს მათ. ეტყვიან, რომ თქვენ ისეთ დროს ისეთი თემა წამოწიეთ, რომ ეს უპატიებელი დანაშაულია საკუთარი სამშობლოს წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,848 ნახვა
%d bloggers like this: