„რუსეთის მიერ ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილემ
„რუსეთი ახლა პატარა ბავშვს ემსგავსება, რომელსაც საშიში რაღაცები აქვს და არ იცის რა გააკეთოს მათთან. რუსეთის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია. თავად არიან მზად ამისთვის? ატომური იარაღის გამოყენება რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, ბოლოს მოუღებს. არავის სჭირდება ბირთვული ომი ამ სამყაროში“, – განაცხადა გრუზევიჩმა.
მისი თქმით, რუსებმა ერთხელ უკვე სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს და ეს მათ არ აღიარეს.
„ასეთი შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ ვიღებთ ზომებს ამ პირობებში ამოცანების შესასრულებლად“, – დასძინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის მოადგილემ.