პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა

Nusagi

სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა ჩვენი ტერიტორიების 20%, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილს ომში საკუთარი გამოცდილება ჰქონდა, გახსოვთ 8-ში დაიწყო ფართომასშტაბიანი მოქმედებები და 10-ში უკვე ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ეს არის სააკაშვილის გამოცდილება ომში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ, არა მარტო ორი დღის, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მერე გახსოვთ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები, მანამდე რას აკეთებდა, როგორ შემოხაზა ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვრები და ა.შ.

მას ყველაფრის ფასად უნდა ციხის დატოვება, მას უნდოდა ურისკოდ შემოსულიყო საქართველოში, თუმცა ბუნებრივია ეს ასე ვერ იქნებოდა, მას მოუწევს იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მას აქვს შეფარდებული. როდესაც გვაქვს ის მოცემულობა, რომ ადამიანები აქ არიან ოპოზიციაში და იქ არიან ხელისუფლებაში, ასეთ დროს შესაძლებელია ნებისმიერი წერილის მიღება უკრაინიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,607 ნახვა
%d bloggers like this: