უცხოური მედია

მერია: მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა

მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც BBC უკრაინის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, სროლის შედეგად, შესაძლოა, 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული მარიუპოლის თეატრში, რომელიც ასობით ადამიანის თავშესაფარი იყო.

„თვითმხილველებისგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში, რუსული თვითმფრინავისგან დარტყმის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია მარიუპოლის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრს თავს ასობით ადამიანი აფარებდა, რომელთა უმეტესობა ბავშვები და ქალები იყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,392 ნახვა
%d bloggers like this: