რუსული ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიური კონსორციუმიდან გარიცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას კონსორციუმის პრეზიდენტი ნინო ენუქიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსული უნივერსიტეტის გარიცხვის მიზეზია ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ცნობისთვის, ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის აკადემიური კონსორციუმი 27 წევრი უნივერსიტეტისგან შედგება. ცოტა ხნის წინ, რუსეთის რექტორთა კავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციამ (EUA) წევრობა შეუჩერა რუსეთის 14 უნივერსიტეტს.
Facebook Comments Box