პოლიტიკა

პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს – ირაკლი კობახიძე

Nusagi

„ერთადერთი შედეგი, რაც აქვს იმ სარჩელს, რაც შეტანილი იქნება მთავრობის მხრიდან, არის კონსტიტუციის განმარტება. არავითარი სანქცია, არავითარი სასჯელი – ერთადერთი ისაა, რომ საკონსტიტუციო განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა ინიშნებოდნენ ელჩები, ეს არის და ეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„შესაბამისად, არავითარ სასჯელთან, სანქციასთან და აგრესიულ ზომებთან არ გვაქვს საქმე. თავიდან ბოლომდე სპეკულაციებია იმაზე, რომ თითქოს ჩვენ გვსურს დავსაჯოთ პრეზიდენტი და ა.შ. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს, ეს პრინციპულია ჩვენთვის და ამის საფუძველზე ყველაფერს გავაკეთებთ. ბუნებრივია, სამართლებრივი მექანიზმები იგულისხმება“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,082 ნახვა
%d bloggers like this: