უცხოური მედია

რუსმა ოფიცერმა რუს სამხედროებს უკრაინის მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდა

რუსეთის თავისუფლების ლეგიონის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის, რუს სამხედროებს  მიმართა, იარაღით ხელში უკრაინის მხარეზე  გადავიდნენ.

„24 თებერვალს შევედით დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე დიქტატორის პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შემდეგ. მივხვდი, რომ ჩვენ აქ არ მოვსულვართ კეთილი განზრახვით, აქ არავინ გველოდა ყვავილებით, არამედ პირიქით, გაგვაძევეს და ფაშისტები გვეძახეს. ამხანაგებო სამხედროებო, პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების მიხედვით, თქვენ უდიდეს შეცდომას უშვებთ. 27 თებერვალს  მე და ჩემი ასეული უკრაინის მხარეს გადავედით. დაიცავით ხალხი ნამდვილი ნაცისტებისგან. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა შეაჩეროთ სისასტიკე. ძმებო, მოგიწოდებთ გამოფხიზლდეთ: შემოუერთდით ჩვენს რიგებს“, – აცხადებს რუსი სამხედრო. 

უკრაინის მხარეს რუსი ჯარისკაცების მასობრივი გადასვლა უკრაინის დაზვერვამ ადრეც დაადასტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში, ასევე, ათასობით უცხოელი იბრძვის აშშ-დან, ბრიტანეთიდან, დანიიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,782 ნახვა
%d bloggers like this: