პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი ქართულ მხარეს – კარასინმა შეაქო საქართველო – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ?

Nusagi

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, „ტვიტერის“ გვერდზე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდას“ დაჰპირდა. თბილისი – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“ – წერს ნიკოლენკო „ტვიტერზე“ ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს საგარეო უწყება ყავს მონიშნული.

შეგახსენებთ, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია”. მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,029 ნახვა
%d bloggers like this: