პოსტები სოციალური ქსელიდან

წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით მაღალი ეშელონებიდან, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად, არ გრცხვენიათ? – დავით ქართველიშვილი

„წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ?“ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ოლეგ ნიკოლენკოს.

„უკრაინა – წლების განმავლობაში უდანაშაულო, მაგიდაზე „გასკოჩილ“, მცირეწლოვანი შვილების მამებს რომ „აქათამებდნენ“ – მათი მფარველი რომ ხარ დღემდე: კოხტა კოდუა, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე – „პოლიტიკური ნიშნით დევნილი“ თურმე… არ გრცხვენიათ??? საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი ე.წ. „მართლმსაჯულების“ გამპრავებლად – არ გრცხვენიათ? წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? საქართველოს ელჩის არაერთი თხოვნის მიუხედავად ამდენი ხანი ერთხელაც რომ შეხვედრია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მისაღებში დღე და ღამე იგივე პეტრე ცისკარიშვილი გიზით და საქართველოს წინააღმდეგ პასკვილებს რომ გიწერთ – არ გრცხვენიათ? საკუთარი სახლების კარი რომ გვაქვს ღია თქვენი დევნილებისთვის, ყოველდღე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით იმავე კიევში, რომლის სურსათით მომარაგებას თქვენ ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენით ხართ დაკავებული – არ გრცხვენიათ? ეს ომიც დასრულდება და მასში რა თქმა უნდა უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო“, – წერს დავით

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,228 ნახვა
%d bloggers like this: