პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიაზე: ნაცების “გებელსმა” რუსეთ/უკრაინის ომი ფაქტობრივად გამოიყვანა ეროვნული, ჰუმანიტარული და პიროვნული ტრაგედიის ფორმატიდან

Nusagi

“გვარამიამ, ფაქტობრივად, მისი კორპორაციისათვის ეს ჩვეული ფაშისტური მიდგომა – NATO-ს ზუსტად იმ საუკეთესო საბჭოურ ტრადიციებში მიაკერა, პუტინი რომ ცდილობს დღეს ამ ალიანსის დემონიზაციას. და ეს მაშინ, როდესაც NATO-ს ძალისხმევა პირველ რიგში მიმართულია უკრაინაში უკუქცევადი ჰუმანიტარული კატასტროფის მაქსიმალურად თავიდან არიდებაზე”- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარი“ არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

მისი თქმით გვარამიას NATO – ცინიკურ ჯალათად გამოჰყავს, რომელიც ეშმაკურად, კონსპიროლოგიურად პუტინისტური ტყის ჭრით არის დაკავებული რიგითი უკრაინელი “ნაფოტების” ხარჯზე.

“ძალიან ხშირად სტალინს არასწორედ მიაწერენ ამა თუ იმ “ფრთოსან” გამონათქვამს, რომელიც მას არ ეკუთვნის. მაგალითან ყველაზე ცნობილი: “ტყეს ჭრიან – ნაფოტები დაფრინავენ” (лес рубят – щепки летят). სინამდვილეში ეს შედარება საკუთარი სამშობლოს მოსახლეობასთან მიმართებაში გამოიყენა 1918 წლის აპრილში ვლადიმერ ლენინმა თავის ნაშრომში “საბჭოთა ხელისუფლების მორიგი ამოცანები”.

გუშინ ლენინის ეს ნარატივი, ამჟამად უკრაინელ ხალხთან მიმართებაში, ფაქტიურად გაიმეორა ნაცსექტის “პროპაგანდის მინისტრმა” გვარამიამ:

“ ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ “ნატოს” პოზიციონირებაზე, იმაზე, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, მაგრამ რეალურად “ნატო” აწარმოებს ამ ომს. პუტინს ე.წ კაზუს ბელის მიზეზს არ აძლევს, იმიტომ რომ ყველგან ამბობს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ნატო-რუსეთის ომი არ მოხდეს. ანუ “ნატო” რეალურად იგებს ომს, მაგრამ ისე რომ არ აწარმოებს. არაფრით არ ვაკნინებ მე უკრაინელებს. “ნატო” იგებს უკრაინელების ხელით ომს. უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას. სამწუხაროდ ვერაფერი შეიცვლება, რადგან გეოპოლიტიკა ცინიკური რამ არის, მათ შორის იმ დროსაც როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე”. ნაცების “გებელსმა” რუსეთ/უკრაინის ომი ფაქტობრივად გამოიყვანა ეროვნული, ჰუმანიტარული და პიროვნული ტრაგედიის ფორმატიდან. მან ამ ომის დეჰუმანიზაცია და დეპერსონიფიცირება მოახდინა, თუმცა ცინიკური “ზრდილობის” ფარგლებში – “ნაფოტებს” ბოდიში მოუხადა: shit happens! გვარამიამ ფაქტობრივად მისი კორპორაციისათვის ეს ჩვეული ფაშისტური მიდგომა – NATO-ს ზუსტად იმ საუკეთესო საბჭოურ ტრადიციებში მიაკერა, პუტინი რომ ცდილობს დღეს ამ ალიანსის დემონიზაციას.

და ეს მაშინ, როდესაც NATO-ს ძალისხმევა პირველ რიგში მიმართულია უკრაინაში უკუქცევადი ჰუმანიტარული კატასტროფის მაქსიმალურად თავიდან არიდებაზე. ქართველ “გებელსს” NATO – ცინიკურ ჯალათად გამოჰყავს, რომელიც ეშმაკურად, კონსპიროლოგიურად პუტინისტური ტყის ჭრით არის დაკავებული რიგითი უკრაინელი “ნაფოტების” ხარჯზე. გვარამიაზე უკეთესად, ამ ნარატივს – NATO-ს კრემლშიც კი ვერ შეუქმნიდნენ. საინტერესო იქნებოდა გვარამიას ეს მოსაზრება, სტოლტენბერგისთვის უახლოეს ბრიფინგზე რომელიმე ჟურნალისტს შესაბამის კითხვაში ჩამოეყალიბებინა და საინტერესო იქნებოდა ამაზე NATO-ს ოფიციალური პასუხის მიღებაც”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,800 ნახვა
%d bloggers like this: