უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები სამართლიანი უნდა იყოს, რადგან უკრაინელი ხალხი სხვა პირობებს არ მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი სერიოზული უნდა იყოს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფით.
„ანუ, პირობები სამართლიანი უნდა იყოს. სხვას უკრაინელი ხალხი არ მიიღებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Facebook Comments Box