პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ვაშაძეს: ეს „ისტორიული მუქარა“, კუბილიუსთან ერთად გადაღებულ სურათით არის გამაგრებული. ეს ის შემთხვევა, რომელზეც არც გეცინება და არ გეტირება

Nusagi

ეს ის ხალხია, რომლებიც სააკაშვილისა და რადიკალების ნავში სხედან, ასე რომ მათი მოსაზრებები იგივეა, რასაც რადიკალები ამბობენ; ამ ადამიანების უმეტესობა ოფიციალურად ლობირებს „ნაცებსა“ და შესაბამისად, ამ საქმეში დიდ ფულსაც იღებენ, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

იგი გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება – ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: „ქართული ოცნება“ ან ევროკავშირი.

„როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგესო „ქართული ოცნება“ ან ევროკავშირიო! ეს „ისტორიული მუქარა“, კუბილიუსთან ერთად გადაღებულ სურათით არის გამაგრებული. ეს ის შემთხვევა, რომელზეც არც გეცინება და არ გეტირება, უბრალოდ ჯონჯოლის ამბავი გახსენდება: ჯონჯოლი თუ არის სუფრაზე კარგია, თუ არ არის არც არავინ ამბობს, ჯონჯოლი არ იყოო. სწორედ ასეა, თუ იმ ევროპარლამენტარებმა თქვეს ის, რასაც ვაშაძე ამბობს, მაშინ ამ ევროპარლამენტარებმა დიდი ხანია დაკარგეს ჩვენს საზოგადოებაში ნდობაცა და ავტორიტეტიც; ეს ის ხალხია, რომლებიც სააკაშვილისა და რადიკალების ნავში სხედან, ასე რომ მათი მოსაზრებები იგივეა, რასაც რადიკალები ამბობენ.

ამ ადამიანების უმეტესობა ოფიციალურად ლობირებს „ნაცებს“ და შესაბამისად, ამ საქმეში დიდ ფულსაც იღებენ; ზოგიერთ ევროპარლამენტარს იმდენად აქვს ჩვენთან სახელი გატეხილი, მათი მხრიდან ევროკავშირის სახელით რამე განცხადების გაკეთება, უბრალოდ მკრეხელობაა და სერიოზულადაც არავინ აღიქვამს. პირადად მე კი ამ ევროპარლამენტარების განცხადებით, ისე შევშფოთდი, კინაღამ აღშფოთდი! გნებავთ, პირიქით, ისე აღვშფოთდი, რომ შევშფოთდი და ამიტომაც დავწერე ეს ყველაფერი!“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,874 ნახვა
%d bloggers like this: