პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ იგესლება ნატოზე? დიდი პროდასავლური და დემოკრატიის იდეების „დამცველი“ ნიკა გვარამია! ნატო თვითონ არ იბრძვის, მაგრამ უკრაინელების ხელით ეომება რუსეთსო?! ეს რომ ახლა ვინმეს ხელისუფლებიდან ეთქვა, პუტინთან შეთანხმებულ აზრად წარმოაჩენდა პირადად გვარამია

Nusagi

„რასაც ის თავის ე წ. ანალიზში წარმოგვიდგენს, ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება ნატოს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით ნატო ვირეშმაკობსო, მერე ქართველი „ნაცებით“ გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ,“ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას“.

„ამდენი მაგინებელი თუ ჰყავდა ნატოს მართლა არ მეგონა! ჩუმი მაგინებელი, შეპარვით და „ტექნიკურად“ კრიტიკოსები, თან სად უკრაინაში და საქართველოში! უკრაინაში გასაგებია, იმედები გაუცრუვდათ და მგონი ნეიტრალიტეტზეც თანხმდებიან. მაგრამ საქართველოში? ნახეთ ვინ იგესლება ნატოზე? დიდი პროდასავლური და დემოკრატიის იდეების „დამცველი“ ნიკა გვარამია! ნატო თვითონ არ იბრძვის, მაგრამ უკრაინელების ხელით ეომება რუსეთსო?! ნატომ თავისი გამარჯვებისთვის უკრაინელი ხალხი გაწირაო! ხედავ ეს ნატო ვინ ყოფილაო?! ეს რომ ახლა ვინმეს ხელისუფლებიდან ეთქვა, ან რომელიმე ექსპერტს თავის მოსაზრებად დაეწერა მინიმუმ პუტინთან თუ არა შოიგუსთან შეთანხმებულ აზრად წარმოაჩენდა პირადად ნიკა გვარამია.

არა და რასაც ის თავის ე წ. ანალიზში წარმოგვიდგენს ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება ნატოს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით ნატო ვირეშმაკობსო, მერე ქართველი „ნაცებით“ გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ. ერთი რამ კი ცხადია, ნაცებს კუდი ყველგან უჩანთ ხოლმე თან თუ რუსული ნარატივიცაა უფრო ხილული ხდება“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,060 ნახვა
%d bloggers like this: