Uncategorized

მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია… ალბათ, პრეზიდენტმა არ იცის და შესაძლოა, ჰგონია აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს – მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

Nusagi

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსა და ამავე საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

„მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს.

პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. 

ამასთან, სასულიერო პირმა ჟურნალისტის დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთის მხრიდან საპატრიარქოს მართვას ეხებოდა. 

„საქართველოს საპატრიარქო რუსეთიდან არ იმართება. არც ვფიქრობდი და არც მიფიქრია. ამის თქმა ჩვენი შეურაცხყოფაა“, – დასძინა მეუფე იაკობმა. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინაში ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი იბადება.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინასაც თავის დროზე უნდა ეღირსოს საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,329 ნახვა
%d bloggers like this: