საზოგადოება

ნიკა მელიამ გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკური ულვაშებით “ათრია”? – ოდელია დელია გააბრაზეს მელია

ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ. ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ, – ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ის არა პარტიას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებს გულისხმობს.

„ხელისუფლებას რომ თავი დაანებოთ, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას და უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ. პარტიას არა, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმა თუ არა გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „გავაკეთე კომენტარი“ .

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება“, – განაცხადა უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,265 ნახვა
%d bloggers like this: