საგარეო პოლიტიკა

რუსეთმა შოიგუზე განკარგულება გამოსცა – დოკუმენტს ხელს აწერს შოიგუს მოადგილე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულების დამადასტურებელ დოკუმენტს ავრცელებს, რომელიც უწყებამ შოიგუსთან დაკავშირებით გასცა. დოკუმენტს ხელს აწერს შოიგუს მოადგილე. განკარგულების მიხედვით, შოიგუს საქმიანობა საჯარო უნდა იყოს. გერაშჩენკოს გარდა, დოკუმენტი რადას ყოფილმა დეპუტატმა რუსლან ბლაგოიცმაც გაავრცელა.

დოკუმენტი გავრცელდა მას შემდეგ, რაც მედია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით ირკვევა, რომ უწყება სწორედ ამ ფაქტის გამო გახდა იძულებული შოიგუს საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება გამოეცხადებინა.

„ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სერგეი შოიგუ მის სამუშაო ადგილას არ იმყოფება და გარკვეული მედიების წარმომადგენლებს მასთან დაკავშირება არ შეუძლიათ, ნეგატიურად მოქმედებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს იმიჯსა და ავტორიტეტზე, ასევე, რუსეთის შეიარაღებულ ძალების იმიჯზეც.

ვბრძანებ: 30 მარტამდე, თავდაცვის სამინისტროს ყველა ოფიციალურ გვერდზე ყოველდღიურად გამოქვეყნდეს ფოტო და ტექსტობრივი მასალები, საიდანაც გამოჩნდება, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ უძღვება და მონაწილეობს სამხედრო საქმიანობაში.

გარდა ამისა, ინფორმაცია უნდა იყოს, ასევე, მიმართული იმის დემონსტრაციისკენ, რომ მინისტრი იმყოფება თავის სამუშაო ადგილას და აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მართვაში. განკარგულების შესრულებაზე კონტროლი ეკისრება უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს“, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში.

დოკუმენტს ხელს აწერს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი ბულგაკოვი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,648,047 ნახვა
%d bloggers like this: