უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს, 26 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, ქალაქ ირპენთან რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.
მათი ცხედრები სამშობლოში 24 მარტს გამთენიისას ჩამოასვენეს. გმირებს აეროპორტში მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით, მუხლმოდრეკილები დახვდნენ.
დავით რატიანი ქაშვეთის ტაძარშია დასვენებული, გია ბერიაშვილი კი თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში.
ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა.
Facebook Comments Box