საგარეო პოლიტიკა

კალინოვსკის სახელობის ბელარუსული ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა

Nusagi

კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა და ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბატალიონი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბატალიონი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა.

„ბელარუსის ისტორიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, კასტუს კალინოვსკის ბატალიონის მოხალისეებმა ფიცი დადეს. ჩვენი ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა. ჩვენმა მოხალისეებმა ფიცის ტექტსი ბელარუსულად დაწერეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ეს ტექსტი გახდება ბელარუსის ნამდვილი არმიის ფიცის საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,756 ნახვა
%d bloggers like this: