პოლიტიკა

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი: მარიუპოლი მაგრად დგას, კიევის, ხარკოვის და სუმის მიდამოებში დასახლებული პუნქტების გათავისუფლება გრძელდება

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

„აბა დილა მშვიდობის მეგობრებო! მარიუპოლი მაგრად დგას! ქუჩის ბრძოლებში ჩვენები სერიოზულად ზრდიან კობზონის კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობას.

კიევის, ხარკოვის და სუმის მიდამოებში დასახლებული პუნქტების გათავისუფლება გრძელდება! რუსული ტანკები და ჯავშანმანქანები ან იწვის, ან უკრაინის არიის შემადგენლობაში ერთვება!ფაშისტები უკვე ოფიციალურად იხევენ უკან! კიევს, ხარკოვს, ოდესას ვეღარ იღებენ! სადაცაა ხერსონსაც დაკარგავენ, ამიტომ ამბობენ რომ ამოცანა შესრულებულია და ახლა დონბასის გათავისუფლების ეტაპზე გადადიან!

ამ დროს საგაზაფხულო გაწვევა წინასწარ იციან რო ჩაუვარდათ, ვინც გაგზავნილი ყავთ, ისინიც აღარ ომობენ და გამორბიან და რაც მთავარია დაკონსერვებული ტანკები რომ განაკონსერვეს, აღმოჩნდა, რომ უმეტესობას არ ჰქონდა ძრავა, მუხლუხოები და სხვა აუცილებელი ნაწილები! დაარტყავდა ინფარქტი შოიგუს აბა რა იქნებოდა!ზუსტ ციფრებს გუშინდელი განადგურებული ფაშისტური ტექნიკის ცოტა ხანში გიპატაკებთ, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას: რაც უფრო დრო გავა, რაც მეტი იარაღი ჩავა, რაც კი რამე კომპანია დარჩა მოსკოვში, ისიც რომ წავა, უკრაინა რომ გადამწვანდება, ტვირთი 200 ების და დაფერფლილი რუსული ტექნიკის რაოდენობა რამდენჯერმე!!!! გაიზრდება დღეებში და საათებში!

დიდება უკრაინას!დიდება გმირებს!დიდება ერს!სიკვდილი მტერს!“,-წერს ალექსი პეტრიაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,312 ნახვა
%d bloggers like this: