პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: დანილოვმა ნებსით თუ უნებლიედ, მკაფიოდ გაამჟღავნა უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულ მედროვეთა ნამდვილი მიზნები

Nusagi

ვინმე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დანილოვმა ნებსით თუ უნებლიეთ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაამჟღავნა, უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულ მედროვეთა ნამდვილი მიზნები – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისი თქმით, ასეთი დანილოვები, გონჩარენკოები, არახმიები არასდროს ყოფილან, ქართველი და უკრაინი ხალხის ბედის გამკარგველი.

„ეს ის სუბიექტებია, რომლებიც წლებია შეგნებულად აზიანებენ ქართულ-უკრაინულ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს, გულწრფელად სურთ არც მეტი, არც ნაკლები საქართველო ჩაებას მიმდინარე ომში, რათა დაიხოცნენ ბავშვები მოხუცები, ქალები! რათა ამით სარგებელი ნახონ! ეს ის სუბიექტებია, რომელიც წლებია იფარებენ საქართველოდან გაქცეულ კრიმინალების და სახელმწიფო დამნაშავეებს! მფარველობენ, აწინაურებენ. სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე ნიშნავენ და ადამიანების მწამებლებს პოლიტიკურ დევნილებად აცხადებენ! ეს ის სუბიექტებია, რომელთა მონაწილეობითაც აქაურ-იქაური ნაცები არაერთი გადატრიალების სცენარს გეგმავდნენ! ეს ის სუბიექტებია, რომელთა დახმარებითაც უეჭველია საქართველოში ხელისუფლების გადასატრიალებლად არაჟნების ყუთებით შემოაგდეს სააკაშვილი! ეს ის არსებებია, რომელთა ამჟამინდელმა უბოროტესმა ჩანაფიქრმა, თვით ბოროტების განსახიერება გვარამიაც კი ვითომდა შეშფოთა ირიბად! ეს ის უკრაინული კოლექტიური დანილოვია, რომლის კოლექტიური საყრდენი საქართველოში დეკანოიძე- ჭიჭე ვაშაძე-ცისკარიშვილ-კვესიტაძეები……არიან!

ეს ის ადამიანებად წოდებული სუბიექტებია რომელთა წარმოსახვაში დღე და ღამე საქართველო სისხლში ცურავს და ოცნებობენ იმ დღეზე, როდის აუხდებათ რეალურად ეს ნატვრა! ეს ის უმგვანო არსებები, რომელთაც სურთ სხვისი შვილებისა და უდანაშაულო ადამიანთა სისხლზე მოიპოვონ მილიონები! ეს ის ადამიანების მსგავსნი გიენები, რომელთაც სურთ უცქირონ, როგორ ბანაობს სისხლის მორევში კაცობრიობა და ამით სიამოვნება და მატერიალური მოგება მიიღონ! ასეთი დანილოვები, გონჩარენკოები, არახმიები…..არც არასდროს ყოფილან, ვერ იქნებიან და არ არიან ქართველი და უკრაინი ხალხის ბედის გამკარგველნი! ესენი არიან ქართველი და უკრაინელი ხალხის მტრები! ქართველი ხალხის მეგობარი არის უკრაინელი ხალხი, რომლის გვერდში ვიდექით, ვართ და ვიქნებით ყოველთვის!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,246 ნახვა
%d bloggers like this: