უცხოური მედია

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენმა თავის განცხადებაში პუტინის გადადგომა არ იგულისხმა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში, თეთრი სახლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება.

„პრეზიდენტის აზრი ის იყო, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის [ბაიდენი] არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ”ეს არ უნდა გადაწყვიტოს ბატონმა ბაიდენმა. ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,610 ნახვა
%d bloggers like this: