უცხოური მედია

კელი დეგნანი: ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლისა და საქართველოს, როგორც დემოკრატიული ერის წარმატების

Nusagi

„ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხსა და თქვენს სურვილს, იცხოვროთ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტზე.

კელი დეგნანის თქმით, წლების განმავლობაში, ორმა ქვეყანამ განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საქართველოს საერთო ხედვას, სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ ოჯახში. მისივე განცხადებით, ეს არის ხედვა, რომელიც მოითხოვს შრომას, მოთმინებასა და მნიშვნელოვან რესურსებს.

„ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი დოლარის დახმარება, მოვამზადეთ 20000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთესად დაიცვან საქართველოს საზღვრები და გავგზავნეთ 6000-ზე მეტი ადამიანი შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლების ფარგლებში. ჩვენ დავეხმარეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ, ბევრ სხვა ინიციატივასთან ერთად. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, იმიტომ რომ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ერის წარმატების“, – აღნიშნა დიპლომატმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,404 ნახვა
%d bloggers like this: