უცხოური მედია

რა გინდათ სერბეთისგან?!- ვუჩიჩმა ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნის გამო გააკრიტიკა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირი გააკრიტიკა იმის გამო, რომ სერბეთისგან ითხოვენ, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ამავდროულად, თავად არ ზღუდავენ რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ტელეკომპანია Prva TV-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„რა გინდათ სერბეთისგან? რუსეთის წინააღმდეგ შემოვიღოთ სანქციები? და თქვენ რატომ არ შემოიღეთ გაზსა და ნავთობზე? რატომ თავად არ უწესებთ რუსებს სანქციებს? იმიტომ, რომ თქვენ არ დააწესებთ სანქციებს, როდესაც არ მოგწონთ ამის გაკეთება. რაც საკმაოდ ჭკვიანური და სწორია““,-განაცხადა ვუჩიჩმა.

„სერბეთი არ არის ვიღაცის მსახური და არ ასრულებს ვიღაცის ბრძანებებს, არც რუსეთის, არც ამერიკის- სერბეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პროგრესზე, ვიღაცა ყოველთვის დაგვიძახებს პატარა რუსებს მიუხედავად იმისა, რომ სერბები ვართ“,-განაცხადა პრეზიდენტმა და ივარაუდა, რომ სერბეთს ალბათ, თავად ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს, რადგან ის უარს ამბობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. 

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი არ შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რადგან კარგად ახსოვს, რა ჩაიდინა ნატო-მ ამ ქვეყანაში 1999 წელს. (24 მარტს შესრულდა 23 წელი ნატოს- მიერ იუგოსლავიაზე თავდასხმიდან. )

გარდა ამისა, სერბეთის ლიდერმა თანამემამულეებს უწოდა უკანასკნელი თავისუფალი ტომი კონტინენტზე და შეადარა ძველ გალებს კომიქსიდან ასტერიქსი და ობელიკსი, რომელიც არ დაემორჩილა რომის იმპერიას.

„ბედნიერი ვარ, რომ არის ამ კომიქსში ერთი პატარა ტომი, რომელიც უფრთხილდება თავის თავისუფლებას ევროპის ტერიტორიაზე. და მე ამაყი ვარ, რომ ეს პატარა ტომი – სერბეთის მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანაა , რომელიც დამოუკიდებლად ატარებს თავის პოლიტიკას“.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,661 ნახვა
%d bloggers like this: