საზოგადოება

რუსთაველზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

Nusagi

რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” , ,,გამოდით, გამოდით”.

აქციის მონაწილეები ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ, რომ საკუთარი ავტომობილები გზაზე გააჩერონ, რის შედეგადაც რუსთაველის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ასევე შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიის კურიერები.

აქციის მონაწილეების ქმედებას მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

ამასთან, აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შესაბამისი კომპეტენტური პირები შეხვდნენ და საინიციატივო ჯგუფი შექმნან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,113 ნახვა
%d bloggers like this: