უცხოური მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: მტრის თავდასხმის ადგილებიდან ფოტო-ვიდეომასალის გავრცელება ჯაშუშობად, ან სამშობლოს ღალატად ჩაითვლება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ლვოვის ოლქის წარმომადგენელმა როკსოლანა იავორსკაიამ, ლვოვზე საჰაერო დარტყმების შესახებ ბრიფინგი გამართა. როგორც Ukrinform-ი იტყობინება, იავორსკაიამ განაცხადა, რომ მტრის თავდასხმის ადგილებიდან ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნება, შეიძლება, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს და კვალიფიცირდეს ჯაშუშობად (უცხო მედიის წარმომადგენლებისთვის) ან სახელმწიფოს ღალატად (უკრაინელი ჟურნალისტებისთვის).

„ჩვენ გვყავს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება, თქვენი პუბლიკაციებისა და პირდაპირი ეთერების გამო დაიღუპონ“, – განაცხდა როკსოლანა იავორსკაიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟურნალისტები უნებლიედ ეხმარებიან მტერს ინფორმაციის გადაცემით იმის შესახებ, თუ საიდან მოდის ჭურვები და სად ხვდება.

როგორც Ukrinform-ი იტყობინება, შაბათს, ლვოვში, ნავთობის ბაზის დაბომბვას არაერთი უცხოური მედიასაშუალება შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,301 ნახვა
%d bloggers like this: