პოლიტიკა

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა

Nusagi

თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.

„როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება”, – აღნიშნა დანილოვმა.

„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“- დასძინა მან.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მთიანი ყარაბაღიც ახსენა და განაცხადა, სომხეთი რუსეთს მიმართავს ჯარით დაეხმაროს. „მაგრამ მათ [რუსებმა] იქიდან ჯარები გაიყვანეს და გასულ კვირას გამოაგზავნეს ჩვენს ქვეყანაში. გვესმის, რომ დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდეს“, – განმარტა დანილოვმა.

გარდა ამისა, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ყურადღება გაამახვილა ოფიციალური ტოკიოს განცხადებაზეც, რომლის თანახმადაც კურილის ოთხი კუნძული უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რის შემდეგადაც რუსეთის ფედერაციამ წვრთნები დაიწყო.

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ამ სექტორში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა დღეს უკიდურესად მცირეა, რადგან მათ ყველა აქ გამოგზავნეს“, – განაცხადა დანილოვმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,367 ნახვა
%d bloggers like this: