პოლიტიკა

ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა და მოგვიწოდა, აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით. მათი ლოგიკით ვისაც რა მოუნდება შეუძლია დააბრალოს მმართველი გუნდის წარმომადგენელს, რომელმაც სარჩელიც კი, არ უნდა შეიტანოს თავისი უფლებების დასაცავად

რამდენიმე საკითხი განვიხილეთ უმრავლესობის სხდომაზე. მათ შორის ბუნებრივია საქართველოში და მის მეგობარ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, იყო საუბარი 2 აპრილის არჩევნებზე რუსთავში და ბათუმში. ასევე ვისაუბრეთ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი სპეკულაცია მოჰყვა, საუბარი შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებს,-ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საუბარი ასევე ერთ ძალიან უცნაურ საკითხს შეეხო.

„დღეს ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა მმართველ გუნდს და ის მოგვიწოდებს აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, რაც ბუნებრივია წარმოუდგენელი და უპრეცედენტო მოვლენაა. მათი ლოგიკით ვისაც რა მოუნდება შეუძლია მას დააბრალოს მმართველ გუნდს და მის წარმომადგენელს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სარჩელიც კი, არ უნდა შეიტანონ თავისი უფლებების დასაცავად და ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული, ანუ, სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა.

მე ვპირდები ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, რომელიც გადაწყვეტს, რომ ნაცმოძრაობას ამგვარად დაუჭიროს მხარი თუ, თავად პოლიტიკოსი ნაცმოძრაობიდან, რომ ეს ქმედებები და მსგავსი საკითხები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. რა თქმა უნდა ჩვენ მათ ნებისმიერ დაბრალებაზე, სამწუხაროდ ვერ მოვიცლით და ვერ მოვახდენთ რეაქციას და რეაგირებას, მაგრამ სარჩელები კვლავ ბევრი, კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ესე უბრალოდ გატარდება.

ასევე ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ ის კოორდინირებული რეალური და რელევანტური სიტყვა ამ შემთხვევაში ნამდვილად არის ეს, კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ გრძელდება და რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით ეს დადასტურდა სამწუხაროდ უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით და დღეს ნაცმოძრაობის ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა, რომ მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს დარწმუნებული ვარ და ამას ვერსად გაექცევიან. ეს ქვეყანა ყველანაირად შეეცდება და მისი ხელისუფლება, რომ იყოს მშვიდობა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზებს და ოსებს მივმართოთ რომ არანირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებების შესახებ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ, დეოკუპაციიისათვის არ არსებობს და თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციებს ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც ნაცმოძრაობას და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში და რასაც ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის კვალდაკვალ და პარალელურად.“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,654 ნახვა
%d bloggers like this: