პოლიტიკა

ზაზა სოფრომაძე: თუ რეალისტურ პოლიტიკას არ გავატარებთ, ჩვენც იგივე გველის, რაც უკრაინას

Nusagi

თუ სწორ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენც იგივე გველის, რაც უკრაინას. თუ რეალისტურ პოლიტიკას არ გავატარებთ ამ აგრესორის მიმართ, არა რევანშისტულს, არამედ რეალისტურს, – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაზა სოფრომაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“განაცხადა.

„დანილოვის განცხადება გავრცელდა, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მორე ფრონტის გახსნისაკენ. ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელი გახლავთ ეს, ეს პირდაპირ ჩვენს საქმეებში ჩარევას ნიშნავს. ეს არის პირდაპირ მტრის ხახაში ჩაგდების მცდელობა ისეთი პატარა ქვეყნების, როგორიც საქართველო და მოლდოვაა. ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინას გაუიოლდება გამარჯვება თუ საქართველო და მოლდოვა მეორე ფრონტს გახსნიან.

მესმის, რომ დანილოვი პირველ რიგში თავის ქვეყანაზე ზრუნავს, მაგრამ ასე გაწირო ორი ქვეყანა და მოუწოდო მეორე ფრონტის გახსნისაკენ მაშინ, როდესაც აპრიორი წაგებისთვის ხარ განწირული, სწორი არ მგონია“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: