საზოგადოება

ლევან დავითაშვილი უკრაინელი დევნილების დახმარებაზე: გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ ამ თემასთან დაკავშირებით

Nusagi

ლევან დავითაშვილმა განმარტა რა ტიპის დახმარებას იღებენ საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეები. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა თუ რამდენი ლტოლვილი იმყოფება ქვეყანაში, თუმცა დაახლოებით საუბარი 20 ათას ადამიანზეა. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინელები დახმარებას სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტიდან და ასევე კერძო დონაციების მეშვეობით იღებენ.

„ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და არა მხოლოდ თავშესაფარი მივცეთ ამ ადამიანებს, არამედ ნორმალური, ღირსეული პირობები შევქმნათ, იმგვარი მაინც, რაც ჩვენს ქვეყანას სოციალური დაცვის კუთხით შეუძლია. იცით, რომ საქართველო არ არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ბევრი ადგილობრივი გამოწვევაც გვაქვს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ამას ნამდვილად გავაკეთებთ უშუალოდ დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში. ასევე ძალიან ბერი მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომელსაც ქვეყანა აკეთებს სხვადასხვა უწყების მეშვეობით. ჩვენ გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,626 ნახვა
%d bloggers like this: