უცხოური მედია

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო ომს იწყებს

რუსი ოკუპანტები ტაქტიკას ცვლიან და უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო ომს იწყებენ. ამის შესახებ უკრაინის შსს იუწყება. ინფორმაციას

რამდენიმე დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ლვოვზე, დუბნოზე და ლუცკზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. შესაბამისად, ექსპერტები რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებების სტრატეგიის ცვლილებაზე საუბრობენ.

მომდევნო დღეებში უკრაინული მხარე ქვეყნის სხვადასხვა რაიონში სარაკეტო იერიშების ინტენსივობის გაზრდას ელოდება.

„ოკუპანტები სარაკეტო იერიშს ახორციელებენ ნავთობის ბაზებზე, ასევე სასურსათო საწყობებზე. ეს ტაქტიკა არ არის, ეს სტრატეგიაა. ეს საერთოდ, საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიის ცვლილებაა“ – განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ.

დენისენკო ამბობს, რომ ახლა მთავარია როგორც ნავთობპროდუქტების, ასევე სურსათის  კარგად დამალვა და მისი განთავსება სხვადასხვა ადგილას, რათა შეტევებისგან მიღებული ზარალი მინიმალური იყოს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები შავი  ზღვიდან ახორციელებენ.  ასევე ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან ბელარუსის მხრიდანაც. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,013 ნახვა
%d bloggers like this: