უცხოური მედია

„ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი“ – ზახაროვა კულებას განცხადებაზე

Nusagi

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებას, რომელმაც უკრაინის დელეგაციის წევრებს ურჩია რუსეთთან მოლაპარაკებების დროს არ შეხებოდნენ ზედაპირებს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კულებას აღნიშნულ განცხადებას დასცინა.

„აჰა, ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი – ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,500 ნახვა
%d bloggers like this: