პოსტები სოციალური ქსელიდან

გაუფრთხილდით ხალხო ქალაქს, რა გჭირთ, რამ გაგაბოროტათ ასე?!-ნუგზარ ჭონქაძე

,,გუშინ ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა უნიკალური ფაქტი, როგორ უტარებს (სავარაუდოდ) მამა მცირეწლოვან შვილს ვანდალიზმის მასტერკლასებს. არა მარტო თეორიულად არამედ პირდაპირი მნიშვნელობით პრაქტიკულად – ხელში აძლევს საღებავის პულივიზატორს და აჯღაბნინებს კედლებს…. კამერები კი ხედავს, ადმინისტრაციულ ჯარიმასაც გადაიხდის მაგრამ ამაში ხომ არაა საქმე?რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი ასეთი ვანდალიზმების განხორციელებისა, ესაა სწორედ პრობლემა.

ხომ ამ ქალაქში ცხოვრობ, ხომ კარგია მოწესრიგებული და დასუფთავებული მიწისქვეშა გადასასვლელი რომ სარგებლობ? რატომ აფუჭებ? რა ხეირს ნახულობ ამით? ეს ხომ ისევ შენივე გადასახადიდან გადახდილი ფულით უნდა წაიშალოს და აღდგეს? რამდენ რესურსს ვხარჯავთ 3 ლარიანი პულიივიზატორით მიყენებულ ზარალში, არ გაღელვებს? გაუფრთხილდით ხალხო ქალაქს, რა გჭირთ, რამ გაგაბოროტათ ასე?!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნუგზარ ჭონქაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,648,073 ნახვა
%d bloggers like this: