საზოგადოება

დავით ევგენიძე: ვის აბრალებს გიგა კობალაძე რუსეთუმეობას?! მე, რომელმაც აგვისტოს ომის მერე ყველაფერი მივატოვე იქ? დაავიწყდა, თავად რამდენ ფულს ურიცხავდა რუსეთს?!

„GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის) თავმჯდომარე გიგა კობალაძე მის კონკურენტ ასოციაცია „GERA“-სა და მის ავტორთა საბჭოს თავმჯდომარეს დავით ევგენიძეს რუსეთუმეობაში სდებს ბრალს.

„გიგა კობალაძე აკეთებს სამარცხვინო განცხადებებს, სირცხვილია როცა ასეთი საშინელი ტრაგედიის დროს ფიქრობს გამდიდრებაზე და უნამუსო ბრალდებებს აჟღერებს! ჩვენ რაშიც ვედავებით, ყველაფერში გვაქვს ოფიციალური საბუთები. ვედავებით რა, ვპასუხობთ თორემ, ჩვენ არაფერში ვედავებით, საერთოდ. თავად დაობს და არც იცის რაზე!“ – ასე პასუხობს კომპოზიტორი და მუსიკოსი დავით ევგენიძე საავტორო უფლებათა ასოციაცია ჯისიეი-ს ხელმძღვანელს გოგა კობალაძეს „აიპრესში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, სადაც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ წელიწადსა და 8 თვეში „გერამ“ რუსეთისგან ქართველი ავტორების შესრულების თანხა მიიღო მილიონი დოლარის ოდენობით.

დავით ევგენიძემ გიგა კობალაძე და მისი ორგანიზაცია რუსეთთან კავშირებში დაადანაშაულა და კობალაძეს შეახსენა სიამაყით გაკეთებული განცხადება, რომ იმაზე მეტი ფულის შეგროვებას და გადარიცხვას ახერხებდნენ რუსეთში, ვიდრე პირიქით, იქაური ორგანიზაცია რუსეთიდან საქართველოში:

„გიგა კობალაძემ ახალ ორგანიზაციაში გადასული მუსიკოსები და ავტორები რუსეთზე მომუშავეებად მოიხსენია. რას ნიშნავს ეს? თვითონ ჰქონდა უზარმაზარი თანხები გადარიცხული რუსი ავტორებისთვის  და ჩვენი ავტორების თანხები, რომელიც რუსეთიდან აქეთ ერიცხებოდა, ჩვენთან საერთოდ არ რიგდებოდა.

საპარლამენტო კომიტეტში განხილვის დროს კობალაძემ განაცხადა, რომ ამაყი ვარ რუს ავტორებს მილიონობით ფული რომ გადავურიცხეო, სასაცილო გახდა ეს ყველაფერი. ვინ გამოდის რუსეთუმე? ქართველ ავტორებს რუსეთიდან გადმორიცხულ ჰონორარს არ ურიცხავს, ხოლო რუს ავტორებს საქართველოდან ურიცხავს,“ – განაცხადა დავით ევგენიძემ.

ცნობისთვის, საავტორო უფლებების დაცვა უკვე რამდენიმე წელია განხილვის საგანია საზოგადოებაში, ვისაც ეს სფერო ეხება. მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა საკანონმდებლო ორგანოს წერილით მიმართეს და კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერების გასწორება და მოგვარება სთხოვეს. ქვეყანაში მოქმედებს 1999 წელს მიღებული კანონი, რომელიც, ფაქტობრივად, სპობს ყოველგვარი კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას.

დღეს, საქართველოში, საავტორო უფლებების დაცვის ორი ასოციაცია მუშაობს – ძველი ორგანიზაციის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია GERA დააფუძნეს და საკუთარი უფლებების დაცვა თავად სცადეს. ძველი ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ასობით ავტორს და ახალ ასოციაციას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონმდებლობით მის ასოციაციას საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული.

დავით ევგენიძე აცხადებს, რომ სწორედ GCA-ს მუშაობით უკმაყოფილო ავტორების სურვილით შეიქმნა საავტორო უფლებების დაცვის ახალი ასოციაცია GERA. ძველ ორგანიზაციაში ასობით ავტორთან მიზერული თანხები ირიცხებოდა, არც ის იცოდნენ, თანხები საიდან მოდიოდა და გამჭვირვალობა იყო აბსოლუტურად ნულზე.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ GCA-ს  ორი წელია დღემდე ერიცხება GERA-ში გადასული 400-მდე ავტორის თანხა ტელევიზიებიდან  და  კუთვნილ თანხებს ადრესატებს არ უნაწილებს.

„მაგ ადამიანმა, საპარლამენტო  სხდომის წინა შეხვედრაზე, თავი მოიჭრა ისეთები ილაპარაკა, ადამიანი რომელიც ჩვენ გვაბრალებს რუსეთუმობას, თავად ასრულებდა მათ დავალებებს და ამას არც უარყოფს!  სულ ცოტა ხანში, მთელი საქართველო ნახავს, რა არის არაკანონიერი, ოღონდ მატყუარა პოლემიკით კი არა, როგორც ამას კობალაძე აკეთებს და კადრულობს, არამედ  დადასტურებულს საბუთებით და მერე მაინტერესებს, მერე რას ეტყვის ქართველ ხალხს?

ვის აბრალებს ეგ რუსეთუმეობას?! მე, რომელმაც უარი ვთქვი გერგიევთან თანამშრომლობაზე აგვისტოს მოვლენების დროს ჩატარებული კონცერტის გამო ცხინვალში და წამოვედი საერთოდ იქედან?! თქვენ, მაბრალებთ ამას,  ბატონო გიგა, რომელმაც სიამაყით განაცხადეთ, რომ გერგიევს დიდი თანხა გადაუხადეთ და ამით ამაყი იყავით?!

იამაყეთ! ეს თქვენი უფლებაა, ოღონდ ამ ავჟამობის დროს ჯიბის გასქელებაზე რომ ფიქრობთ, მიმაჩნია, რომ სირცხვილია, რადგან თქვენი არაკეთისინდისიერების გამო, 400-ზე მეტმა ავტორმა დატოვა თქვენი ასოციაცია და GERA-ში გაწევრიანდა.

მე, დათო ევგენიძემ, რომელსაც „ძეგლებს მიდგამდნენ“ იქ, თუ კი რამე პრიზია, ყველაფერი მაქვს აღებული, ბალეტის თეატრსაც კი ვუთხარი უარი. მაშინ, როდესაც, 2019 წლის ჩათვლით, გიგა კობალაძე „რაოს“ ბევრად მეტ თანხას უხდიდა ვიდრე აქეთ გვაძლევდნენ რუსეთიდან! ეს, პარლამენტში თავად განაცხადა გიგა კობალაძემ და ეს თუ საამაყოა, არ ვიცი”, – აცხადებს დავით ევგენიძე.

– გიგა კობალაძე აცხადებს, რომ მათ გაწყვიტეს რაოს-თან კავშირი და ითხოვენ მათ კუთვნილ თანხებს, თუმცა უშედეგოდ.

– „სინამდვილეში იცით რა მოხდა? თვითონ კი არ თქვეს უარი „რაო“-სთან თანამშრომლობაზე, სულ პირიქით! 2018 წელს, „რაომ“ შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომლის ხელმძღვანელობა დააპატიმრეს კორუფციის გამო და ახალმა ხელმძღვანელობამ არ გაუგრძელა ხელშეკრულება. არსებობს ბევრი წერილი 2019-ის მერე, როგორ ეხვეწებოდა ახალ ორგანიზაციას, აღუდგინონ თანამშრომლობა.

– ეს წერილები არსებობს, სადაც თვითონ სთხოვს ურთიერთობის აღდგენას?

– რა თქმა უნდა, გიგა კობალაძემ კი არ შეწყვიტა, რუსულმა მხარემ შეწყვიტა ხელშეკრულება.

– სხვათა შორის, რუსეთთან თქვენი კავშირის მთავარ არგუმენტად მას სწორედ ის ფაქტი მოჰყავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთისგან, ერთი მილიონი დოლარი მიიღეთ. რუსეთი ამდენ თანხას, ევროპის ისეთ ქვეყნებსაც არ აძლევს, როგორიც არის იტალია, საფრანგეთიო – ამბობს ის.

– ეგ ფაქტი არ არის, ეს არის მისი სიზმარში ნანახი თანხა, დადოს დოკუმენტაცია გიგა კობალაძემ. ჩვენ რაშიც ვედავებით, ყველაფერში გვაქვს ოფიციალური საბუთები. ვედავებით რა, ვპასუხობთ თორემ, ჩვენ არაფერში ვედავებით, საერთოდ. თავად დაობს და არც იცის, რაზე!

ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, როდესაც GERA დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან საქართველოს მოქალაქეები, ავტორები. თავის დროზე შესთავაზეს გიგას, რომ დაეყენებინა ბოქსები ტელევიზიებსა და რესტორნებში, რომ უფრო ნათელი ყოფილიყო, რამდენი ირიცხება ავტორებზე, რამდენჯერ შესრულდა სიმღერები და ასე შემდეგ… რა თქმა უნდა, ავტორების სასარგებლოდ იყო ეს, მან კი  უარი უთხრა, მე ჩემს ფულს ვაკეთებო, უპასუხა. ეს იყო ჩემი  იქიდან წამოსვლის მიზეზი, როცა მივხვდი, რომ არაკეთილსინდისიერი იყო მისი პასუხი. ავტორების ფულით არ უნდა მდიდრდებოდნენ ადამიანები! ამ შემთხვევაში, მე პირველ რიგში, ავტორი ვარ და მერე წარმოვადგენ GERA-ს და ვიცავ ავტორების უფლებებს იმიტომ, რომ ჩვენ ერთნი ვართ.

– ბატონო, დავით, მართლა გაგრიცხეს იმ ორგანიზაციიდან? ცოტა დაუჯერებლად ჟღერს ის ამბავი, რომ დავით ევგენიძე საიდანღაც გარიცხეს…

– ეგ არის ყველაზე სასაცილო ამბავი… ორი წლის წინ, გამოვხატე გარკვეული კითხვის ნიშნები ასოციაციასთან დაკავშირებით და გამრიცხეს ასოციაციიდან, რომელიც ითხოვს, რომ იყოს საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი.

შეკითხვა მაქვს – თუ მე მრიცხავენ როგორც ავტორს, დათო ევგენიძეს იმიტომ, რომ გამოვხატე ჩემი აზრი დემოკრატიულ ქვეყანაში ცოტა გაუგებარი ხომ არ არის, კომუნისტური პარტიის საქციელს არ ჰგავს?

მაინტერესებს, როგორ უნდა დავიცვა ჩემი საავტორო უფლებები იმ პირობებში, როდესაც ეს ასოციაცია ამბობს, რომ ის უნდა იყოს ერთადერთი.

ოფიციალურად, ხელის მოწერით ვიყავი გარიცხული და მას შემდეგ ორი წელიწადია ჩემი კუთვნილი თანხები, იმ ობიექტებიდან ჩემი მუსიკა სადაც ჟღერს, ირიცხება ისევ ამ ასოციაციის ანგარიშზე და ჩემამდე არცერთი თეთრი მოდის.

– ბატონო დავით, თანხა რამდენი გერიცხებოდათ და გარიცხვის შემდეგ, სად მიდის ეს თანხა?

– 52-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმის და 100-მდე  სერიალის ავტორი ვარ. რუსულ არხებში ეს ფილმები სულ ტრიალებს. დღე არ გავა, რომ  ჩემი მუსიკით არ გავიდეს ფილმი.

ოფიციალურად, ხელის მოწერით ვიყავი გარიცხული და მას შემდეგ ორი წელიწადია ჩემი კუთვნილი თანხები, იმ ობიექტებიდან ჩემი მუსიკა სადაც ჟღერს, ირიცხება ისევ ამ ასოციაციის ანგარიშზე და ჩემამდე არცერთი თეთრი მოდის.

რომ გამრიცხეს, მაშინ ჩემს თანხებზეც უარი უნდა ეთქვათ. ორი წელიწადია ჩემი და ასეულობით ავტორის თანხა მათ ერიცხებათ და ჩვენ არ გვაძლევენ, ეს ლოგიკურია? ყველაზე უცნაური ის არის, რომ  პარლამენტში  მათ გვერდით იჯდა იურისტი, რომელიც  საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარეა. გამოდის რომ იმ დროინდელი საქპატენტი მათი მხარე იყო. არაკეთილსინდისიერება არის სწორედ მიზეზი, ახალი  საავტორო უფლებების ასოცოაციის შექმნის.

– გარიცხული წევრის თანხა რატომ ერიცხება?

– არ შეატყობინეს არცერთ ტელევიზიას, არც ერთ ობიექტს, რომ მე გარიცხული ვარ, ჩემი თანხები რომ ისევ იქ ჩარიცხულიყო.

– ამაზე თქვენ რეაგირება არ გქონიათ სამართლებრივი?

52 საუნდრეკის ავტორი ვარ და რუსეთში 5 წლის განმავლობააში მაქვს დაახლოებით 800 ათასი დოლარი აღებული საავტოროებიდან. რაც საქართველოში ჩამოვედი, გიგას რაც აქვს გადმორიცხული, ჯამში რომ დავითვალოთ, 10 წლის განმავლობაში, გამოვა წელიწადში 3 000 ლარი. როგორ იღებს ჩემთან ხმას, სირცხვილია უბრალოდ!

– ფაქტობრივად, თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ რითაც გიგა კობალაძე ამაყობს, რომ ის გაცილებით მეტ თანხას რიცხავდა რუსეთში, ვიდრე აქეთ ირიცხებოდა, ესეც ნონსენსია. იმიტომ, რომ თუ მარტო თქვენ იღებდით ამდენ თანხას რუსეთში ჰყოფნის დროს, იგივე თანხა უნდა წამოსულიყო აქეთაც.

– მარტო მილიონი დისკი გაიყიდა ერთ-ერთი ფილმის საუნდრეკით. რუსეთის და ევროპის ტერიტორიებზე, ამ ფილმზე იყო დასწრება წარმოუდგენელი, საიდანაც ბილეთის სამი პროცენტი მეკუთვნის მე!  წარმოიდგინეთ, ეს რა თანხაა და რაც დავბრუნდი საქართველოში, 10 წელი, ამ ადამიანმა 3 ათასი ლარზე მეტის გადახდა ვერ მოახერხა და ბოლოს გამრიცხა ორგანიზაციიდან.

– გიგა კობალაძის განცხადებით, მათი ორგანიზაციის ექსკლუზიურად არსებობის სამართლებრივ მხარეს საქსტატი ადასტურებს.

– როდესაც პალამენტის კომიტეტის სხდომაზე ვიყავით, საქპატენტის ხელმძღვანელი მის გვერდით იჯდა და მას ვკითხე, ვის წარმოადგენდა ის პარლამენტში. გიგას ადვოკატი ვარო… წარმოუდგენიათ? გუშინ საქპატენტს წარმოადგენდა და დღეს გიგას კომპანიის ადვოკატი ყოფილა. ეს არის ფაქტი!

– როგორც ვიცი, სარჩელის შეტანასაც აპირებთ.

– რა თქმა უნდა. შეგროვდება ავტორების ხელმოწერები და მივმართავთ სასამართლოს.

წყარო: „აიპრესი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,245 ნახვა
%d bloggers like this: