პოსტები სოციალური ქსელიდან

ეს არის რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის დაშლის დასაწყისი – სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ეხმაურება. 

მისი თქმით, ეს შეთანხმება რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი სახით არსებობის დაშლის დაწყების გაფორმებაა.

„სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა, რომ ვეღარ იღებს კიევს და ჯარები მთლიანად კიევის მიმართულებიდან გაჰყავს. პუტინის მთავარი ოცნება, დაპატრონებოდა კიევს, სამუდამოდ დაინგრა.

უკრაინა ფორმალურად არ გახდება ნატოს წევრი, უკრაინა არ შევა ნატოში, მაგრამ ნატო შევა უკრაინაში. თუმცა, ალიანსის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები აძლევენ უკრაინას ნატოს  მე-5 მუხლის ტოლფასს გარანტიებს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი ჯარს უკრაინის დასაცავად ავტომატურად გაგზავნიან. რაც მთავარია, რუსეთი ამას თანხმდება.

ახლა, კიევთან მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასზე შეტევის გააქტიურებას შეეცდება, მაგრამ იქაც აუცილებლად ჩაფლავდება.

ეს არის დიდი დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც გმირი უკრაინელი სამხედროების სისხლის ფასად და უკრაინელი ერის ერთობის ფონზეა მოპოვებული.

„ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში“ – ეს შეთანხმება არის რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი სახით არსებობის დაშლის დაწყების გაფორმება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,026 ნახვა
%d bloggers like this: