პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას – თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ, ხან მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან ბავშვებს ვჭამთ, ხან სისხლს ვსვამთ და მე თუ ვიტყვი, რომ თქვენ იქცევით რუსულად, ეს არ შეიძლება?

Nusagi

თქვენ 24 საათის განმავლობაში ხან მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან მკვლელებს, ხან ბავშვებს ვჭამთ, ხან სისხლს ვსვამთ და თურმე, მე თუ ვიტყვი ან რომელიმე ჩემი კოლეგა, რომ თქვენ იქცევით რუსულად ან ეს მოქმედებები არის რუსეთის ინტერესებში, ეს როგორ შეიძლება, თქვენ კი ყველაფრის უფლება გაქვთ, შეგიძლიათ მეხუთე კოლონა გვეძახოთ, მკვლელები გვეძახოთ, პირსისხლიანები და ა.შ?!- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

მისივე თქმით, მმართველი პარტია უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების გასაკრიტიკებლად დროს ყოველთვის პოულობს.

„მმართველმა პარტიამ მაინც იპოვა დღეს დრო და სხდომათა დარბაზიდან აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს ანუ ჩასაფრებულის პოზიციიდან მუდმივად ეძებს, რომ ვინმემ რამე ისეთი ხომ არ თქვა, რომ მერე გავაკრიტიკოთ ტრიბუნიდან. მერე წუხართ, ჩვენ რა არ გავაკეთ უკრაინასთან დაკავშირებით, რა დავაკელითო?! არავინ არაფერს გთხოვთ, გარდა იმისა, რომ სწორად ისაუბროთ და მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა არ თქვას, რომ პარლამენტს თავისი საქმე აქვს, მე ჩემი და ომი უკრაინაშია. მინისტრი არ გამოვიდეს და არ თქვას, რომ რძე და ყველი არის შესაძლებლობა, ასეთი სიგიჟეები რომ არ ისაუბროთ. ეს იქნებოდა საკმარისი იმისთვის, გვეთქვა, რომ თქვენ ამ მიმართულებით სწორად მოქმედებთ. უბრალოდ, როცა ჩვენი გმირები ჩვენივე თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ, ამ ადამიანებს მაინც მიანიჭებდით გმირის წოდებას და ამაზე საჯარო დისკუსიებს არ მოვაწყობდით, შემდეგ კონკრეტული პოლიტიკოსები არ გააკეთებდნენ განცხადებას, რომ თურმე, ამ ადამიანების იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, ვინ რას აკეთებდა და ა.შ. ჩემთვის სამარცხვინოა ეს განცხადებები, რომელიც ამ მიმართულებით კეთდება. 24 საათის განმავლობაში ხან მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან მკვლელებს, ხან ბავშვებს ვჭამთ, ხან სისხლს ვსვამთ და თურმე, მე თუ ვიტყვი ან ჩემი რომელიმე კოლეგა, რომ თქვენ იქცევით რუსულად ან ეს მოქმედებები არის რუსეთის ინტერესებში, ეს როგორ შეიძლება, თქვენ კი ყველაფრის უფლება გაქვთ, შეგიძლიათ მეხუთე კოლონა გვეძახოთ, მკვლელები გვეძახოთ, პირსისხლიანები და ა.შ.“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ბათუმში 2 ოქტომბერს გასამართ არჩევნებს.

„თქვენ ჩამოგიყალიბდათ, უკვე გამჯდარი გაქვთ თაღლითობა, ქურდობა, გაყალბება, ამას ისე მიეჩვიეთ, რომ ამის გარეშე აღარ შეგიძლიათ. ნაცვლად იმისა, რომ იმ ოლქში, სადაც ფაქტობრივად თქვენივე პარტიის ქმედებებს შეეწირა ჩვენი კოლეგა ნუგზარ ფუტკარაძე. გამოძიება სადაა? ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე რომ მიიყვანეს ეს ადამიანი, გამოძიებამ რამე თქვა? ჩანაწერები არსებობს, როგორ სთხოვდნენ ამ ადამიანს პარტიის დატოვებას ფულის სანაცვლოდ. ამაზე გამოძიებამ პასუხი თქვა? ნაცვლად იმისა, რომ გამოეძიებინათ, აგერ, არჩევნები მოდის და 1053 ამომრჩევლით მეტია ჩაწერილი, ვიდრე იყო 2 ოქტომბერს. რამდენიმე თვე გავიდა, აქედან 88 ადამიანს შეუსრულდა 18 წელი, კი ბატონო. დანარჩენი 865 ადამიანი ვინაა, ვინც წინა არჩევნებზე ხმა მისცა ლანჩხუთში, წალკაში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ლიხაურში, დედაქალაქში, წარმოგიდგენიათ? 14 საარჩევნო უბანზე ჩაწერეთ 865 ადამიანი რამდენიმე თვეში და ე.ი თქვენ გინდათ, რომ რეაგირება არ გვქონდეს? და თქვენ გინდათ, რომ ამას არჩევნები უწოდოთ? და თავიდანვე ცდილობთ, რომ მოიპაროთ? არჩევნების წინ ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტირებულია 402 ადამიანი, ეს სიგიჟე არაა? და ამის შემდეგ გინდათ, რომ არ ვთქვათ, თაღლითები, „გამპრავებლები“ და ქურდები რომ ხართ, რომ რუსულად ატარებთ არჩევნებს? ამაზე ვინმემ გაგვეცით პასუხი, როგორ აპირებთ ამ არჩევნების ჩატარებას? ისევე როგორც 2020 წლის არჩევნები ჩაატარეთ? 2021 წლის? მოპარვით და ქურდობით ცხადია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,137 ნახვა
%d bloggers like this: