უცხოური მედია

პუტინთან მოლაპარაკებებზე ნატო გაყოფილია – Bloomberg

ნატოს წევრი ქვეყნები ვერ მიდიან კონსენსუსამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ალიანსის ზოგიერთი წევრი მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს.ამის შესახებ Bloomberg წერს.

აღნიშნულია, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრენი არიან, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სამშვიდობო პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტაზე მისაღწევას.

თუმცა, ნატოს ზოგიერთი მოკავშირე უფრო რადიკალურია. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, პოლონეთსა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მთელ რიგ ქვეყნებზე, უნგრეთის გამოკლებით. ამ ქვეყნების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ პუტინთან საუბარი არაპროდუქტიულია.

ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ნათქვამია, რომ პარიზსა და ბერლინს შორის დიალოგმა მოსკოვთან შეიძლება „პუტინის ხელში ითამაშოს“.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,629 ნახვა
%d bloggers like this: