საგარეო პოლიტიკა

„რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის“ – პუტინის თანაშემწე

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი უკრაინის ევროკავშირში შესვლის. ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ ეხება ყირიმისა და დონბასის ტერიტორიას, მაგრამ, მისი თქმით, უკრაინამ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,661 ნახვა
%d bloggers like this: