პოლიტიკა

სოზარ სუბარი – პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ

Nusagi

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ.

„გუშინ გამოქვეყნდა უკრაინის რადას დეპუტატის, ვოლოდიმირ ვიატროვიჩის შემდეგი მოწოდება: „ჩემო მეგობარო ქართველებო, რუსეთი ახლა ისეა დასუსტებული როგორც არასოდეს, გამოიყენეთ ეს  უპირატესობა და ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს”.

კიდევ ერთი დღით ადრე, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარებოდა უკრაინას, რადგან რუსებს ექნებოდათ რაიმე საქმე გარდა უკრაინის განადგურებისა და ბავშვების მკვლელობისა. და ამ განცხადებას აბსოლუტურად მიუღებელი შეფასებაც მოაყოლა, რომ „საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“!

მეც ძალიან რბილად ვიტყვი, რომ მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები ძალიან არამეგობრული და მიუღებელია.

ასევე, აბსოლუტურად არაკორექტული და მიუღებელია, მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადება საქართველოს მიმართ.

ყოველივე ამის ფონზე ჩნდება კითხვა, როცა საქართველო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გვერდით დაუდგეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს – ხაზგასმით ვიტყვი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე გაცილებით მეტს – რატომ კეთდება ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მისამართით? 

გასაგებია რატომაც – ქართული „ომის პარტია“, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიებით და მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოშიც გადმოტანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,013 ნახვა
%d bloggers like this: