უცხოური მედია

დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

Nusagi

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კულებას აღნიშნული განცხადება რომან აბრამოვიჩის და უკრაინის დელეგაციის 2 წევრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

„მე ვურჩევ ყველას, ვინც მიდის მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციასთან არაფერი ჭამონ და არ დალიონ. სასურველია, რომ თავი აარიდონ ზედაპირებზე შეხებას“, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, The Wall Street Journa-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს მოწამვლის სიმპტომები აქვთ. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,787 ნახვა
%d bloggers like this: