საგარეო პოლიტიკა

ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას „უფრო მომაკვდინებელი“ იარაღი მიაწოდოს – The Times

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა სურს. ამის შესახებ The Times წერს.

თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლონდონი უკრაინის მხარდაჭერის ახალი ეტაპისთვის ემზადება. რადგან კონფლიქტი გადაიზარდა „უფრო ტრადიციულ ომში“, უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგობის გაწევიდან პოზიციებისა და ტერიტორიების დაბრუნებაზე გადავიდა.

„უკრაინის არმია არა მხოლოდ დიდ ქალაქებს ფლობს, არამედ რუსებს აიძულებს უკან დახევას. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხარდაჭერაც უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა წყარომ.

The Times წერს, რომ ბორის ჯონსონმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ მას სურს, უკრაინას „უფრო მომაკვდინებელი“ სამხედრო დახმარება გაუწიოს. 

წყარომ უარი თქვა, გაემხილა თუ რა ახალი აღჭურვილობა გაიგზავნება უკრაინაში. მაგრამ აღნიშნა, რომ ის არ იქნება ტანკები ან სხვა აღჭურვილობა, რადგან მოსკოვი მათ მიიჩნევს როგორც თავდასხმის საშუალებას და არა თავდაცვის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,229 ნახვა
%d bloggers like this: