კონსტიტუციური ნორმების არასწორად წაკითხვამ წარმოშვა დღის წესრიგში პოლიტიკური გაურკვევლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „ქრონიკას“ ელჩების დანიშვნის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
„თუ პრეზიდენტი თვლის, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია, მაშინ პრეზიდენტმა ის კანდიდატები დანიშნოს და ამით დასრულდება ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ ასახავს რეალურ სურათს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით კი, სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი 12-ვე კანდიდატურა დაამტკიცა.