პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილის მოწოდებებში მკაფიოდ იკითხება- “გული არ დაგწყდეთ ვინც ვერ მოდიხართ, ბრძოლა საქართველოშიც მოგვიწევს” ამ “საგზაო რუკის” მიხედვით უფრო მეტი არგუმენტი დავინახე, თუ რატომ არ უნდა ჩახვიდე უკრაინაში, ვიდრე – პირიქით.

Nusagi

ერთადერთი, რაც ირაკლი ოქრუაშვილის მოწოდებებში მკაფიოდ იკითხება: “გული არ დაგწყდეთ, ვინც ვერ მოდიხართ, ბრძოლა საქართველოშიც მოგვიწევს”. ეს კი უკვე საინტერესოც და საყურადღებოც არის.” ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის Facebook სტატუს, სადაც უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველებს გამოცდილებას უზიარებს.

„დღეს უკრაინაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის სურვილის მქონე მოხალისეებისთვის ერთგვარი “საგზაო რუკა” გამოაქვეყნა, რაც კარგია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ განახლებული ინფორმაცია უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში ჩარიცხვის ახალი წესების თაობაზე. თუმცა, ოქრუაშვილისეულ განმარტებებში ამ სურვილის ჩახშობისაკენ მიმართული უფრო მეტი დეტალი აღმოვაჩინე, ვიდრე სამოტივაციო სტიმულირება.

სავალდებულო ხდება რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

ახალგაზრდა თაობაში რუსული დღეს თითქმის არავინ არ იცის, ხოლო ინგლისურენოვანთა 90% მაინც – მილიტარისტულ/პერფორმანსულად განწყობილი პაციფისტია. თანამემამულე მეომრებთან მოხვედრაც პრობლემატური ხდება – ამას უკრაინული მხარე თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს. გარდა ამისა, ადგილზე ჩასულებს, ვისაც რამე არ მოეწონება და ამის გამო კონტრაქტის დარღვევას დააპირებს – სერიოზული პრობლემები შეექმნება. მოკლედ, ამ “საგზაო რუკის” მიხედვით უფრო მეტი არგუმენტი დავინახე, თუ რატომ არ უნდა ჩახვიდე უკრაინაში, ვიდრე – პირიქით.

ერთადერთი, რაც ირაკლი ოქრუაშვილის მოწოდებებში მკაფიოდ იკითხება: “გული არ დაგწყდეთ, ვინც ვერ მოდიხართ, ბრძოლა საქართველოშიც მოგვიწევს”. ეს კი უკვე საინტერესოც და საყურადღებოც არის. ვის წინააღმდეგ საბრძოლველად აგულიანებს ექს-მინისტრი ადგილობრივ მომხრეებს? რუსეთთან? მოქმედ ხელისუფლებასთან? სოხუმსა და ცხინვალთან? ამ სამივე მიმართულებით – საომარი მოქმედებების პროვოცირებას ადგილი უკვე ჰქონდა ქართველი და უკრაინელი “ომის პარტიის” წევრების მხრიდან. ხოლო ექს-მინისტრის მოწოდებაში – ამ სამში, რომელია “უფრო გრძელი” – ამას ვკითხულობ მხოლოდ…” წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,007 ნახვა
%d bloggers like this: