საგარეო პოლიტიკა

„ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ტანჯვა, არამედ ცხადყო, რომ ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში გერმანია გააგრძელებს გაზისა და ნავთობის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან და ამავე დროს მოემზადება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებადი ენერგიის ახალ წყაროებზე სრული გადასვლისთვის.

„ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სრულიად დამოუკიდებელი გავხდეთ რუსეთიდან წიაღისეული ენერგიის იმპორტისგან“, – განაცხადა ბაერბოკმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,661 ნახვა
%d bloggers like this: