უცხოური მედია

ისრაელში, ტერაქტის შედეგად გარდაცვლი 5 პირში 2 უკრაინის მოქალაქეა

ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში ტერაქტის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთაგან ორი უკრაინის მოქალაქეა.

ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც, ის 26 წლის დია ჰამარშეჰიმია, რომელიც პოლიციამ ადგილზე მოკლა.

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს შავებში ჩაცმული დია ჰამარშეჰიმი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ქუჩაში ხალხს განზრახ უმიზნებდა და ისროდა.

Jerusalem Post წერს, რომ ერთ დაღუპული მანქანაში იპოვეს, ხოლო დანარჩენები ქუჩაში.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,814 ნახვა
%d bloggers like this: