უცხოური მედია

პესკოვი: არანაირი სტალინგრადი ჩვენს კალენდარში არ არის

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა 30 მარტს გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოწოდებები „ბრძოლა ბოლომდე“ ემოციებს ეყრდნობა, რაც არასწორია.

„არავითარი სტალინგრადები ჩვენს კალენდარში არ არის და არც უნდა იყოს. მთავარია- არ უნდა იყოს ადგილი ემოციებისთვის. მოლაპარაკებებით დაკავებული არიან პროფესიონალები, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგად იცის ყველამ. ის ლოგიკურია და ძლიერი დასაყრდენი აქვს. და ეს პოზიცოა არ შეცვლილა“,-განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე ისაუბრა დასავლეთის ქვეყნებისთვის რუბლებზე გაზის მიყიდვის შესახებ.

„არსებობს პრეზიდენტის განკარგულება და ის უნდა შესრულდეს. გადახდები და მიწოდება- ეს არის დროში გაწელილი პროცესი. ეს არ ნიშნავს, რომ რასაც დღეს მივაწვდით, საღამოს უნდა იყოს გადახდილი. არა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს“,-განაცხადა პესკოვმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,779 ნახვა
%d bloggers like this: