უცხოური მედია

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) რუსული მინერალური სასუქები პირველადი მოხმარების საგნების სიაში შეიტანა, რათა სოფლის მეურნეობის ბაზარზე დეფიციტი თავიდან აირიდოს, ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს.

აშშ-მ ნება დართო ამ კატეგორიის საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე. გარდა ამისა, ნებადართულია: 

რუსეთში სამედიცინო პრეპარატების და აღჭურვილობის ექსპორტი, იმპორტი და რეექსპორტი, ასევე ტრანზიტი.

სამედიცინო ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

„კოვიდ-19“-ის სამკურნალო ან პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან დაკავშირებული მოქმედებები- კვლევები და კლინიკური ცდები.

ექსპერტების აზრით, აშშ-ს ამ გადაწყვეტილების მიზეზია მსოფლიო ბაზარზე შექმნილი დეფიციტი, რაც რუსეთის მიერ სასუქის მიწოდების ლოჯისტიკის მოშლით შეიქმნა. მათივე თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში, ალბათ, სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან, სადაც მსგავსი პრობლემები შეიქმნა. ეს კი ხელს შეუწყობს სასუქის მიწოდების ტრადიციული სქემის აღდგენას. 

ქიმიური პროდუქციის ტრეიდერების თქმით, ჯერჯერობით მიწოდება აღდგენილია მცირე გემების მეშვეობით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდნენ. უახლოეს მომავალში კი, შეზღუდვა მოიხსნება პირველადი მოხმარებისა და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთებზეც. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,220 ნახვა
%d bloggers like this: