პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: კლავიატურის მონები ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულონ, რატომ არ გახვიეს ქვეყანა ომში

Nusagi

„დღეს ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. ჩვენ გვიკიჟინებენ ე.წ. კლავიატურის მონები, „მილიტარისტები“, მათი ნაომარი არ გაიშვა, ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულონ, რატომ არ გახვიეს ქვეყანა ომში“, – განაცხადა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედის დღესთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

„უკრაინის ფაქტორი რომ ავიღოთ – ქართული სახელმწიფო აკეთებს იმდენს, რამდენსაც ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა ვერ აკეთებს. თუნდაც, რასაც ვერ აკეთებს ვიქტორ ორბანი, რომელმაც „ნაცმოძრაობას“ სასათბურე პირობები შეუქმნა. ამასწინათ, ჩემი მეგობარი ნოე გააკრიტიკეს, Facebook-ი სავსე იყო მისდამი უსამართლო გამონათქვამებით. მშვიდობა და თავისუფლება ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ ეს საკითხიც სხვა კუთხით წაიყვანეს. ყველანაირად უნდათ რუსულ სატელიტურ პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც, ერთიანობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ეს ქაოსი და არეულობა ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,077 ნახვა
%d bloggers like this: