პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკური, დიპლომატიური საქმე

უკრაინის ელჩის გაწვევას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელმა განცხადებამ ვფიქრობ აჩვენა, რომ ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკური, დიპლომატიური საქმე, რომელზეც ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი კომენტარები ვაკეთოთ, თუ რა და როგორ ხდება. ვფიქრობ, რომ ელჩის გაწვევას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან, ვინაიდან საქართველო იყო, არის და იქნება უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ქვეყანა“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,220 ნახვა
%d bloggers like this: