პოლიტიკა

მაიკლ ჩეჩირე: ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ანექსია ძალიან ახლოსაა

ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით, კავკასიის საკითხებში ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე ეხმაურება.

„შეგახსენებთ, რომ ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ანექსია ძალიან ახლოსაა. გასაგებია, რომ ამჯერად შეიძლება სხვაგვარად იყოს, რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მაგრამ მე ამას წინასწარ გადაწყვეტილად არ ჩავთვლიდი“, – აცხადებს ჩეჩირე.

ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,671 ნახვა
%d bloggers like this: