პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებენ

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს“, – ამის შესახებ ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა კი განმარტავს,  რომ საზოგადოებაშიც, მსგავსი განწყობა არ არის.

„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობით ნებადართული არაა, საზოგადოებაშიც ასეთი განწყობა არ არის. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის მაღალი საფასური გადავიხადეთ. ეს არის შედეგი ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანძგრძლივი ბრძოლის, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში – პოლიტიკურსა და საზოგადოებრივში არ განიხილება. არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა აფხაზეთში, რომელიც ასეთი შესაძლებლობიდან, დამოუკიდებლობაზე უარით მომდინარეობს. ასეთი პოლიტიკური ძალა არ არის“, – აცხადებს შამბა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივამა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,009 ნახვა
%d bloggers like this: